უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა

ახალი ამბები

საუბრები კინორეჟისურაზე (ქრესტომატია) წიგნი V- 2019 წ. მ. ბორაშვილი

კინორეჟისურის სპეციალობის სტუდენტებისათვის თქვენს წინაშე წარმოდგენილ ქრესტომათიულ კრებულში (წიგნი V) თავმოყრილია მსოფლიო კინემატოგრაფიის სახელმოხვეჭილი კინორეჟისორების მასტერკლასების და კინოწარმოებასა და რეჟისორის პროფესიის შესახებ საუბრები. საუბრები თარგმნილია ქართულ ენაზე.
სრულად

მსოფლიო თეატრის ისტორია V-XVIII საუკუნეების მსოფლიო თეატრი, წიგნი II

სახელმძღვანელო -„მსოფლიო თეატრის ისტორია“ (ტ. II) მოიცავს ევროპული და აღმოსავლური თეატრების ისტორიის უმნიშვნელოვანეს მოვლენებს, შუასაუკუნეებიდან განათლების ეპოქის ჩათვლით (V-XVIII სს.).
სრულად

გიორგი ჩართოლანი - 1918-20 წწ. ქართული პრესა თეატრალური რეფორმის შესახებ

(გიორგი ჯაბადარის სტუდია)
გიორგი ჩართოლანი: “მონოგრაფია მოიცავს 1918 წელს დამოუკიდებელი საქართველოს დედაქალაქში, საფრანგეთიდან ახალდაბრუნებული რეჟისორის, გიორგი ჯაბადარის მიერ დაარსებული დრამატული ხელოვნების სტუდიის ხანმოკლე, 2-წლიან ისტორიას. ნაშრომის მიზანია გამოიკვლიოს იმ თეატრალური ორგანიზმის ადგილი და როლი, რომელსაც ქართული თეატრალური საზოგადოების დიდმა ნაწილმა თეატრის „ამაღორძინებლის“ მისია დააკისრა. [...]
სრულად

ლელა ოჩიაური, მაგდა ანიკაშვილი, გიორგი რაზმაძე - უახლესი ქართული მხატვრული კინო (სახელმძღვანელო)

სახელმძღვანელოში _ „უახლესი ქართული მხატვრული კინო“ _ ასახულია ის პროცესები, ტენდენციები და მიმართულებები, რომლებიც ახასიათებს ქართულ კინოს _ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ _ XX საუკუნის 90-იანი წლებიდან დღევანდელობამდე, 2018 წლის ჩათვლით.
სრულად

თამარ ბოკუჩავა, მაია გოშაძე - მსოფლიო თეატრის ისტორია, უძველესი და ანტიკური თეატრი, წიგნი I

თქვენ წინაშეა მსოფლიო თეატრის ისტორიის პირველი წიგნი - "უძველესი და ანტიკური თეატრი".
სახელმძღვანელოში თეატრი განიხილება როგორც საკაცობრიო ცივილიზაციის თანამდევი ფართო კულტურული და ანთროპოლოგიური ფენომენი. რომელიც, ერთი შეხედვით, სრულიად განსხვავებულად იჩენს თავს პრიმიტიულ საზოგადოებასა თუ საკაცობრიო კულტურის განვითარებულ საფეხურებზე.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930