დამსაქმებელი

სტუდენტური ფესტივალი 2019

სურათი

9 ნოემბერი 2019 წელი

        აჭარის ახალგაზრდობის რეგიონულმა ცენტრმა პირველად ბათუმში 8 და 9 ნოემბერს, ყველაზე მხიარული, განსხვავებული, მუსიკალური, ფერადი, თავგადასავლებით სავსე სტუდენტური ფესტივალი გამართა. სტუდენტურ ფესტივალზე დასწრება უფასო იყო. განხორცილდა სხვადასხვა აქტივობები: ცოცხალი მუსიკა, მხიარული და საზრიანი თამაშები (ბოგირის გადაქაჩვა, თავისუფალი სტყორცნა, იქსიკი და ნულიკი, ბიერპონგი, გიგანტური ჯენგა, მინი გოლფი, ფაზლის აწყობა, მაგიდის ტენისი),  ჩემპიონატი კლდეზე ცოცვაში, ბევრი გამაგრილებელი სასმელით და სხვა უამრავი თავგადასავალით.

          ფესტივალში შემოქმედებითი პროექტებისა და სტუდენტთა კარიერული მხარდაჭერის განყოფილების მხარდაჭერით მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის სტუდენტებმა. არქიტექტურისა და სამოსის დიზაინის სპეციალობის სტუდენტემბა მოაწყვეს გამოფენა - ინსტალაცია. სტუდენტების ნამუშევრებმა დიდი ინტერესი გამოიწვია დამთვალიერებლებსა და დაინტერესებულ პირებს შორის, მონაწილეობა მიიღეს თავისუფალ თამაშებში და შეჯიბრებებში. საღამოს კი იმხიარულეს დისკოთეკაზე და დაესწრნენ ახალგაზრდული ბენდების მიერ გამართულ კონცერტს ცოცხალი შესრულებით.

       სტუდენტებს ძალიან მოეწონათ ღონისძიება და გამოთქვეს ინტერესი უფრო ფართომაშტაბიანი ჩართულობის ინიციატივით ახალგაზრდული ცენტრის მიერ დაგეგმილ აქტივობებზე.

https://www.facebook.com/youthregionalcenter/photos/pcb.794916004261402/794910097595326/?type=3&theater

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930