განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

შეხვედრა განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან

სურათი

2023 წლის 17 ივლისს შედგა შეხვედრა ბხსუ-ს განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან, აკადემიური და მოწვეული პერსონალის კმაყოფილების კვლევის შედეგების გაცნობასთან დაკავშირებით.

განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ, google-forms ფორმატში მომზადებული აკადემიური და მოწვეული პერსონალის კმაყოფილების კითხვარის საფუძველზე, ჩატარდა გამოკითხვა, რომელიც მიზნად ისახავდა აკადემიური და მოწვეული პერსონალის კმაყოფილების კვლევას და კვლევის შედეგების ანალიზს.

კითხვარის შინაარსი აერთიანებდა შემდეგ თემატიკას: სამუშაო პირობებით კმაყოფილება; უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური კლიმატით კმაყოფილება; საინფორმაციო სისტემით და ინფორმაციის ხელმისაწვდომობით კმაყოფილება; პროფესიული განვითარების შესაძლებლობებითა და კარიერული ზრდით კმაყოფილება; უნივერისტეტის როლით და საქმიანობით კმაყოფილება.

განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსმა ს. თავაძემ აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს გააცნო გამოკითხვის შედეგები, რომლის საფუძველზეც შეფასდა უნივერსიტეტში არსებული გამოწვევები და გამოვლინდა ის სფეროები, რომელიც საჭიროებს ცვლილებას.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031