განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ხელოვნების ისტორიისა და თეორის (ხელოვნებათმცოდნეობის) საბაკალავრო საგანამანათლებლო პროგრამის განხილვა

სურათი

გაიმართა ხელოვნების თეორიისა და ისტორიის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებელთა და ხელოვნებათმცოდნეობის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთა შეხვედრა, რომელზეც განიხილეს საბაკალავრო პროგრამის აკრედიტაციისათვის ჩატარებული სამუშაოების შედეგები. პროგრამის ხელმძღვანელმა,  პროფესორმა   მაია ჭიჭილეიშვილმა სტუდენტებს გააცნო პროგრამის მოდიფიცირებული პროექტი, მიზნები, სწავლის შედეგები,  სტრუქტურა, სასწავლო კურსების თემატიკა და შინაარსი. შეხვედრა წარიმართა დიალოგის რეჟიმში, პროგრამაში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით სტუდენტებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები და სურვილები, რომლებიც გათვალისწინებულ იქნა პროგრამის ხელმძღვანელისა და აკადემიური პერსონალის მიერ.  შეხვედრის ფორმატი მნიშვნელოვანი იყო სასწავლო პროცესისა და სწავლის შედეგების შესახებ  უკუკავშირის  გაანალიზების თვალსაზრისით.     

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031