უცხოეთში სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისთვის

სურათი

21 მაისი 2024 წელი

   ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში არქიტექტურის სპეციალობის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა , რომელიც ეხებოდა  უცხოეთში სტაჟირების პროგრამას „ევროოდისეა - სტაჟირების პროგრამა ესპანეთში“ .  ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი ნინო ბერიძე შეხვდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მოიცვა სამთვიანი სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის ინსტრუქციები.

   საერთაშორისო პროგრამაში მონაწილეობის პრიორიტეტებსა და მნიშვნელობაზე სტუდენტებს პროგრამაში ამჟამად ჩართული სტაჟიორი - ფრანსუა დულე (François Delait) ესაუბრა. ფრანსუა დულე  ბელგიელი სტაჟიორია ,რომელიც ფრანგული ენის შემსწავლელ ლექციებს კითხულობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში

  საინფორმაციო შეხვედრა ასოცირებული პროფესორის - გიორგი რამიშვილის ორგანიზებით შედგა.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930