კიევის VI საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკული კონფერენცია .

სურათი

20 მაისი 2024 წელი

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა  მონაწილეობა მიიღო კიევის VI საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკულ კონფერენციაში:
„უკრაინა მსოფლიო გლობალიზაციის პროცესებში: კულტურა, ეკონომიკა, საზოგადოება.”
    კონფერენციამ მოიცვა 8 სექცია:
1. უკრაინის სოციოკულტურული სივრცე გლობალიზაციის კონტექსტში
2. ხელოვნების განვითარების თეორიული და შემოქმედებითი პრობლემები თანამედროვეობაში
3. ეკონომიკური და კულტურული დიპლომატია, მათი ინფორმაციული მხარდაჭერა
4. PR და ჟურნალისტიკა თანამედროვე მსოფლიოში
5. სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია, როგორც უკრაინის ეკონომიკური და სოციალურ-კულტურული განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორი
6. კულტურა და სამართალი: მათი ურთიერთქმედებისა და ნორმატიულ-სამართლებრივი უზრუნველყოფა
7. მდგრადი განვითარების ეკონომიკა: საწარმო, რეგიონი, ქვეყანა
8. მენეჯმენტის თეორიისა და პრაქტიკის განვითარების თანამედროვე პრობლემები და პერსპექტივები.
   ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიდან კონფერენციაში მონაწილეობდნენ:
▫️უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი - თემურ კეჟერაძე.
 EUROPEAN CLASSICAL DRAMA AND GEORGIAN THEATER
(on the example of Friedrich Schiller's
Dramaturgy)
▫️განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი - ერმილე მესხია.
CONTEMPORARY CHALLENGES OF QUALITY MANAGEMENT
▫️განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი- სოფიო თავაძე.
MANAGEMENT OF THE CULTURE FIELD UNDER GLOBALIZATION CONDITIONS
▫️პრაქტიკის ხელმძღვანელი, მაგისტრი- თამარ მესხია.
CONTEMPORARY CHALLENGES OF PERSONNEL MANAGEMENT
MANAGEMENT OF THE CULTURE
▫️საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, მაგისტრანტი - მარეხ ტუღუში.
THE MIRROR EFFECT OF PUBLIC RELATIONS MANAGEMENT
საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგენილი ნამუშევრების კრებულში, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიდან წარდგენილი ხუთივე ნაშრომი შევიდა.
რომელიც შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ  საიტზე: https://kuk.edu.ua/nauka/
კონფერენციის პარტნიორები იყვნენ : უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო,კიევის კულტურისა და ხელოვნების ეროვნული უნივერსიტეტი,განათლების მოდერნიზაციის ინსტიტუტი  უკრაინაში, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი საქართველოში,
ვარშავის მენეჯმენტის უმაღლესი სკოლა პოლონეთში,
ფინანსურ-საკონსულტაციო კომპანია Master Plan Retirement Consultants. აშშ-ში.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930