შოთა გეგიაძის მასტერკლასი სასცენო მოძრაობაში

სურათი

15 აპრილი 2024 წელი

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სასცენო მოძრაობაში ოთხდღიანი მასტერკლასი გაიმართა. მასტერკლასი ყოველწლიურად, სახვითი სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის ხელშეწყობით ტარდება და მისი ორგანიზატორია ასისტენტ პროფესორი - თამარ ბერიძე. სამსახიობო სპეციალობის სტუდენტებისთვის განკუთვნილ მასტერკლასს უძღვებოდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პედაგოგი სასცენო მოძრაობაში, თეატრალური ხელოვნების დოქტორი - შოთა გეგიაძე. პედაგოგმა შემაჯამებელ საუბარში აღინიშნა, რომ ერთ-ერთ სტუდენტში მასტერკლასის მსვლელობისას დაძლეულმა დაბრკოლების შიშმა თვალსაჩინო გახადა მასტერკლასის განხორცილების რეალური შედეგი და ხაზი გაუსვა - ,,ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია.”,,შიშის შეგრძნება არის მუხრუჭი… შენ განწყობას ქმნი.” შოთა გეგიაძე ოთხდღიანი გადამზადება კვირას 14 აპრილს დასრულდა.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930