უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა

ბიბლიოთეკის სტანდარტი

მოქმედების სფერო და მიზანი;
სტანდარტი არის ნორმატიული დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ფუნქციონირებისა და მისი საქმიანობის ხარისხის შენარჩუნება, ზრდის აუცილებელ მინიმალურ მოთხოვნებს. სტანდარტი ეყრდნობა „უმაღლესი განათლების შესახებ”, ასევე „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ” საქართველოს კანონს, უნივერსიტეტის წესდებასა და ეთიკის კოდექსს.

სტანდარტი მიზნად ისახავს ერთი მხრივ ბიბლიოთეკის მისაღწევობის აქტივობების ადექვატურ დაგეგმვასა და განხორციელებას, მეორე მხრივ, კი საკუთარი საქმიანობის შეფასებასა და განვითარებას, შესაბამისად კი სტანდარტში ცვლილება/ დამატებების შეტანას.

სტანდარტი დინამიური დოკუმენტია, რომლის სტრუქტურაც შესაძლებელია დროთა განმავლობაში შეიცვალოს ეროვნულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო სისტემაში (მათ შორის ბიბლიოთეკაში) მომხდარი ცვლილებების გათვალისწინებების საფუძველზე.

სტანდარტის სტრუქტურა
სტანდარტი შედგება 5 ძირითადი ნაწილისაგან;
1. ადმინისტრაცია და სტრუქტურული ერთეულები;
2. ბიბლიოთეკარი;
3. ფინანსები;
4. ბიბლიოთეკის სერვისი:
4.1 ხელმისაწვდომობა;
4.2 რესურსები, ფონდები,კატალოგები;
4.3 წიგნის ცირკულაციის წესები;
4.4 კომპიუტერული მომსახურება;
4.5 საინფორმაციო რესურსების შესყიდვა.
5. მკითხველის შესახებ.

1. ადმინისტრაცია და სტრუქტურული ერთეულები:
ბიბლიოთეკის სტრუქტურის შემადგენლობაში შედის; ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, უფროსი ბიბლიოთეკარი და ბიბლიოთეკარი. ბიბლიოთეკის ადმინისტრაციისა და სტრუქტურული ურთიერთობის მთავარი დანიშნულებაა, ისეთი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობენ ბიბლიოთეკის ეფექტურ ფუნქციონირებასა და საერთაშორისო საბიბლიოთეკო სივრცეში არსებული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. ბიბლიოთეკას გააჩნია უფლებამოსილი ორგანოს მიერ განსაზღვრული სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების ფუნქციების მარეგულირებელი დოკუმენტები.
• მთავარ ორიენტირს იღებს მომსახურების მოთხოვნილებების მაქსიმალურ გათვალისწინებასა და სერვისების მაღალ დონეზე.
• აყალიბებს მისიას, პრინციპებსა და მიდგომებს, რომლებიც ზუსტად და ნათლად გამოკვეთს ბიბლიოთეკის დანიშნულებას.
• ითვალისწინებს სხვადასხვა ასაკის, იურიდიული, სოციალური, კულტურული, რელიგიური, ეთნიკური და მოქალაქეობრივი სტატუსის მქონე პირთა საჭიროებებს.
• ხელს უწყობს პერსონალისა და სერვისების განვითარებას, პასუხისმგებლობას იღებს კოლექციების დაცვასა და გამდიდრებაზე, არსებული ფონდების ინვენტარიზაცია-ოპტიმიზაციაზე, ინფორმაციული წიგნიერებისა და დისტანციური განათლების დანერგვასა და გავრცელებაზე, სამკითველო გარემოს გაუმჯობესებაზე.
• მონაწილეობას იღებს ბიბლიოთეკის ბიუჯეტის განხილვასა და ფინანსების ეფექტური განაწილებისათვის საჭირო რეკომენდაციების შემუსავებაში.
• განხორციელებულ საქმიანობას ადასტურებს ადექვატური დოკუმენტებით, რომლებიც გამჭირვალე და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებულ პირთათვის.

2. ბიბლიოთეკარი:
ბიბლიოთეკარის მთავარი დანიშნულებაა, მკითველს შეუქმნას პოზიტიური და კეთილგანწყობილი სამუშაო გარემო და გაუწიოს მაღალი ხარისხის მომსახურება. მათი კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი მნიშვნელოვნად განაპირობებს კმაყოფილი მომსახურების
რაოდენობას. 
• განსაზღვრულია ბიბლიოთეკარის საშტატო ერთეული და მისი სამუშაო აღწერილობა ნათლად და ზუსტად ასახავს ბიბლიოთეკარის სტატუსსა და დაკავებულ პოზიციას.
• გაცნობიერებული აქვს და ხელს უწყობს ბიბლიოთეკის მისიის, პრინციპებისა და მიდგომების შესრულება/ დაცვას.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930