ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს სახალხო არტისტის, ცნობილი ტენორის, პედაგოგის, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატის, საპატიო ბათუმელის ალექსანდრე ხომერიკის გარდაცვალების გამო

28 დეკემბერი 2020 წელი
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს სახალხო არტისტის, ცნობილი ტენორის, პედაგოგის, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატის, საპატიო ბათუმელის ალექსანდრე ხომერიკის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახსა და ახლობლებს.
ალექსანდრე ხომერიკი 1977 წლიდან გახლდათ თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დასის წევრი. კონსერვატორია დაამთავრა 1980 წელს და სტაჟირება გაიარა მილანში „ლა სკალას“ თეატრში. სხვადასხვა პერიოდში შესრულებული აქვს პარტიები ოპერებიდან: აბესალომი და მალხაზი (ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ და „დაისი“), ბერდო (რევაზ ლაღიძის „ლელა”), ლენსკი და ვოდემონი (პიოტრ ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“ და „იოლანტა“), ხოზე (ჟორჟ ბიზეს „კარმენი“), კავარადოსი (ჯაკომო პუჩინის „ტოსკა“), მანრიკო, (ჯუზეპე ვერდის „ტრუბადური“), რადამესი (ვერდის „აიდა“), ალფრედი (ვერდის „ტრავიატა“), ჰერცოგი (ვერდის „რიგოლეტო“), ოტელო (ვერდის „ოტელო“) და სხვ.
1993 წლიდან ალექსანდრე ხომერიკი ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და სოლისტი იყო. 1995 წელს ოტელოს პარტია წარმატებით შეასრულა ანკარის საოპერო თეატრში პრემიერაზე და 1998 წელს ანტალიაში (თურქეთი) ბათუმის თეატრის გასტროლების დროს.
ალექსანდრე ხომერიკის მნიშვნელოვან ჯილდოებს შორისაა რუსთაველისა და მემედ აბაშიძის სახელობის
სიახლეების კალენდარი
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |