მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე - „სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი“   განაცხადების მიღება წარმოებს 2020 წლის  15 - 22 სექტემბერი.

მიმღებ კომისიაში აპლიკანტის მიერ  წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

 

ა) განცხადება და ანკეტა ( ივსება ადგილზე);

ბ) პირადობის მოწმობის ასლი დედანთან ერთად;

გ) მიმართულების შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გაცემული შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ);

დ) ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის (თანდართული დანართით) ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2020 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ);

ე) ორი ფოტოსურათი, ზომით 3X4–ზე.

ვ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის).

ზ)    ცნობა   ზოგადსაგანმანათლებლო   დაწესებულებიდან   საგნის   სწავლების თაობაზე.

 

გამოცდა ჩატარდება 2020 წლის 23  სექტემბერს 14 საათზე  (ბათუმი, ვაჟა-ფშაველას ქ. №32).

 გამოცდის შედეგები გამოცხადება 2020 წლის 24 სექტემბერს.

 გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 2020 წლის 25 სექტემბერი.

COVID-19-გამოწვეული სიტუაციის გამო შესაძლოა შეიცვალოს გამოცდის ჩატარების თარიღი, ადევნეთ თვალი ვებგვერდს!

 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ : ვებგვერდზე: http://www.batu.edu.ge/sub-18/page/2-97/index.html

 

საკონტაქტო პირი:  

იამზე ჩიჩუა - 593 35 96 58

მაია ჭიჭილეიშვილი - 593 36 23 61 

 

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930