პროექტის პრეზენტაცია

სურათი

11 მაისი 2020 წელი

13 მაისს  08:00  საათზე შედგება სან-ფრანცისკოს ხელოვნების ინსტიტუტისა  და  ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია.  ქრისტოფერ კოპოლასა და ზურაბ ქავთარაძის ხელმძღვანელობით განხორციელებული დისტანციური პროექტის სახელწოდებაა „დღევანდელი ისტორია“, რომელიც წარმოგვიდგენს „კოვიდ-19“-ის პანდემიით გამოწვეული ადამიანების ფსიქო-ფიზიკურ მდგომარეობას.  პროექტში მონაწილეობენ ზაზა ხალვაშის კინოსახელოსნოსა და სან ფრანცისკოს ხელოვნების უნივერსიტეტის კინოსკოლის სტუდენტები. პროექტი ეძღვნება აუგუსტ კოპოლასა და  ზაზა ხალვაშის ხსოვნას.

ჩვენება შედგება „Screningroom“-ის კინოდარბაზში „ინტერნეტ“ გვერდზე. ელ.მისამართი https://www.screeningroom.org/. დარეგისტრირება შესაძლებელია პირადი ელ. ფოსტით ან „ფეისბუკით“.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031