სამეცნიერო შრომების კრებული „ხელოვნებათმცოდნეობითი ეტიუდები“ VIII

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი გამოსაცემად ამზადებს საერთაშორისო ინდექსის (ISSN) მქონე სამეცნიერო შრომების კრებულს „ხელოვნებათმცოდნეობითი ეტიუდები“ VIII.
კრებულის პროფილი აერთიანებს სახელოვნებო მეცნიერებებს: ხელოვნებათმცოდნეობა, თეატრმცოდნეობა, კინომცოდნეობა, მუსიკისმცოდნეობა, კულტურის ისტორია და თეორია.
 
მოთხოვნები სამეცნიერო ნაშომისადმი
  • ნაშრომის მოცულობა - არაუმეტეს 12 გვერდისა, გამოყენებული ლიტერატურის, საილუსტრაციო მასალისა და ინგლისური რეზიუმეს ჩათვლით.
  • უცხოენოვან ავტორებს შეუძლიათ ნაშრომები წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე, რეზიუმესთან ერთად.
  • ინგლისურენოვანი რეზიუმე წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატზე ტექსტურ რედაქტორ Word-ში; გამოყენებული შრიფტი: Times New Roman; ზომა -12; სტრიქონთაშორისი ინტერვალი - 1,5; რეზიუმეს მოცულობა - 300-400 სიტყვა.
  • გამოყენებული შრიფტი ქართული ტექსტისათვის - AcadNusx; ზომა -12; სტრიქონთაშორისი ინტერვალი - 1,5.
  • ლიტერატურის მითითების წესი: ტექსტში: (ბერიძე, 1963:23); ტექსტის ბოლოს ანბანური თანმიმდევრობით: 1. ბერიძე ვ., თბილისის ხუროთმოძღვრება, 1963.
  • ნაშრომს თან უნდა ახლდეს შემდეგი ინფორმაცია: ავტორის სახელი, გვარი; აკადემიური თანამდებობა; სამუშაო ადგილი; ელ. ფოსტა და ტელეფონის ნომერი.
  • დოქტორანტების ნაშრომი მიიღება ხელმძღვანელის რეკომენდაციის  საფუძველზე.
  • ნაშრომების  მიღების ბოლო ვადა - 2020 წლის 1 ივნისი;
  • სარედაქციო საბჭოს გადაწყვეტილება ნაშრომის მიღების თაობაზე ავტორს ეცნობება 2020 წლის 15 ივლისამდე.
 
კრებულის რედაქტორი: პროფ. მაია ჭიჭილეიშვილი.
გთხოვთ ნაშრომი მოგვაწოდოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: sofotavadze@hotmail.com
საკონტაქტო პირი: სოფო თავაძე. ტელ: 593 63 30 87

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031