სტუდენტთა საყურადღებოდ! დაიწყო მობილობის პროცესი!

 

სტუდენტთა საყურადღებოდ! დაიწყო მობილობის პროცესი!

 

 სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში მობილობის წესით  ჩარიცხვის მსურველი სტუდენტი ვალდებულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე (www.students.emis.ge) გაიაროს რეგისტრაცია 2019 წლის 31ივლისიდან 27 აგვისტოს 18.00 საათამდე.

სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსი-ტეტში გადმოსვლის/ფაკულტეტის შეცვლის/აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველებმა 2019 წლის 02 სექტემბრიდან 06 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

 

 სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან გადმოსვლის მსურველებმა

 უნდა წარმოადგინონ  შემდეგი დოკუმენტაცია:

 

ა) განცხადება  (განცხადება ივსება ადგილზე);

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/აკადემიური ცნობა სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების შესახებ;

ე) საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანების დამოწმებული ასლი;

ვ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

კრედიტების აღიარების დასკვნაზე თანხმობის შესახებ განაცხადის რეგისტრაცია იწარმოებს 2019 წლის 12 სექტემბერს.

 

ფაკულტეტის შეცვლის მსურველმა  

უნდა წარმოადგინონ  შემდეგი დოკუმენტაცია:

 

ა)  განცხადება (განცხადება ივსება ადგილზე);

ბ) პირადობის დამადასტურებელი  მოწმობის  ასლი; 

გ) სასწავლო ბარათის ასლი, დამოწმებული ფაკულტეტის დეკანის მიერ;

დ) ცნობა  სტუდენტის სტატუსის შესახებ.

 

აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველებმა (სტატუსშეჩერებულმა)

უნდა წარმოადგინონ  შემდეგი დოკუმენტაცია:

 

ა) განცხადება (განცხადება ივსება ადგილზე);

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  ასლი; 

გ) სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/აკადემიური ცნობა სტუდენტის  მიერ ათვისებული კრედიტების შესახებ;

დ) სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ ბრძანების ასლი.

 

საშემსრულებლო მიმართულებით სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან გადმოსვლის ან/და ფაკულტეტის შეცვლის მსურველთათვის შემოქმედებითი ტური ჩატარდება 2019 წლის  10 სექტემბერს 12.00 საათზე.

 

კრედიტების აღიარების დასკვნაზე თანხმობის შესახებ განაცხადის რეგისტრაცია იწარმოებს 2019 წლის 12 სექტემბერს.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის შეიძლება დაუკავშირდეთ: ნინო ხარჩილავა, ტელ: 593482486, ელ-ფოსტა nini.08@mail.ru

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031