დაიწყო მიღება დემოკრატიის სკოლებში!

აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD) იწყებს აპლიკაციების მიღებას გორის, ქუთაისისა და ბათუმის დემოკრატიის სკოლებში. დემოკრატიის სკოლა წარმოადგენს ინტენსიურ საგანმანათლებლო პროგრამას, თანამედროვე პოლიტიკის, ქალაქების განვითარებისა და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული აქტიური მოქალაქეებისთვის 18 წლიდან. დემოკრატიის სკოლების მიზანია ახალი თაობის პოლიტიკური ლიდერების გაძლიერება, განათლება და მხარდაჭერა. პროგრამა მოიცავს 5 საათიან ტრენინგებს კვირაში ორჯერ, 2019 წლის თებერვლიდან ივნისის ჩათვლით. პროგრამაში მონაწილეობა უფასოა.

ტრენინგის დღეებია:

გორი - ორშაბათი და სამშაბათი 12:00-17:00;
ქუთაისი - ოთხშაბათი და ხუთშაბათი 12:00-17:00;
ბათუმი - ხუთშაბათი და პარასკევი 12:00-17:00.

მეტი ინფორმაციისთვის EECMD-ის და/ან დემოკრატიის სკოლების შესახებ ეწვიეთ ვებ-გვერდს:

http://eecmd.org/

.გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული აპლიკაციის ფორმა 2018 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930