გამოცხადდა სსიპ-ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა არჩევნები

 
 
საჯარო სამართლის იურიდიული პირი -
ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი
 
 
ქ. ბათუმი                                                                                                   06 სექტემბერი  2018 წ.
ბრძანება №01-08/54
 
  სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის
აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა არჩევნების გამოცხადების  შესახებ
 
    საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე,  52-ე   და  53-ე  მუხლების ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,სსიპ-ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის წესდების მე-8, მე-16 მუხლებისა და 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის, წარმომადგენლობითი საბჭოს 2014 წლის 28 ივლისის №05-01/01 გადაწყვეტილებით დამტკიცებული  ,,სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო  უნივერსიტეტში არჩევნების ჩატარების დებულების პირველი მუხლის  საფუძველზე  ვბრძანებ:
            1. ბხსუ-ს აკადემიური  და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნები დაინიშნოს 2018 წლის 20 სექტემბერს.
            2. აკადემიური საბჭოს ასარჩევ წევრთა საერთო რაოდენობა განისაზღვროს 6 წევრით, თითოეული ფაკულტეტიდან (პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი) 2 წარმომადგენელი.
            3. წარმომადგენლობითი საბჭოს ასარჩევ წევრთა რაოდენობა განისაზღვროს 15 წევრით: 
            ა) სახვითი, სასცენო და კინო - ტელე ხელოვნების ფაკულტეტი  - 4 აკადემიური პერსონალი,  3 სტუდენტი;
            ბ) მუსიკის ფაკულტეტი - 2 აკადემიური პერსონალი,  1 სტუდენტი;
            გ) განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი- 2 აკადემიური პერსონალი,  2  სტუდენტი.
            4. წარმომადგენლობით საბჭოში შედის ბხსუ-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი.
            5. კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს ბხსუ-ს საარჩევნო კომისიაში 2018 წლის 10 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით 10:00 საათიდან –16:00 საათამდე (შაბათი-კვირისა და უქმე დღეების გარდა) შემდეგ მისამართზე ქ. ბათუმი,  ლუკა ასათიანის ქუჩა N 37. ოთახი N41.  
           6. კანდიდატებმა საარჩევნო კომისიაში უნდა წარმოადგინონ :
            ა) განცხადება;
            ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
            გ) ავტობიოგრაფია (CV) აკადემიური პერსონალის შემთხვევაში;
    დ) ცნობა ხელოვნების უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტზე დაკავებული აკადემიური თანამდებობის/სტუდენტის სტატუსის  შესახებ.
           
            7. ბხსუ-ს ფაკულტეტის დეკანებს დაევალოთ  ამომრჩეველთა სიების წარდგენა  საარჩევნო კომისიაში 2018 წლის 14 სექტემბრის  ჩათვლით (,,სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო  უნივერსიტეტში არჩევნების ჩატარების დებულების მე-19 მუხლის შესაბამისად).
           8. ბრძანება განთავსდეს ბხსუ-ს  ფაკულტეტების საინფორმაციო დაფებზე და გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებგვერდზე.
            9. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
 
 
                რექტორი, პროფესორი                                         ერმილე მესხია

 

რექტორის ბრძანება №01-08/54

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930