სტუდენტთა საყურადღებოდ, დაიწყო მობილობის პროცესი!

 
სტუდენტთა საყურადღებოდ! დაიწყო მობილობის პროცესი!
 
სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში მობილობის წესით  ჩარიცხვის მსურველი სტუდენტი ვალდებულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტა-ლზე (www.students.eqe.ge) გაიაროს რეგისტრაცია 2018 წლის 18 იანვრის 12.00 საათიდან 01 თებერვლის 18.00 საათამდე.
სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის/ფაკულტეტის შეცვლის/აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველებმა 2018 წლის 18 იანვრიდან 08 თებერვლის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
 
 სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან გადმოსვლის მსურველებმა
 უნდა წარმოადგინონ  შემდეგი დოკუმენტაცია:
 
ა) განცხადება  (განცხადება ივსება ადგილზე);
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/აკადემიური ცნობა სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების შესახებ;
ე) საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანების დამოწმებული ასლი;
ვ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
კრედიტების აღიარების დასკვნაზე თანხმობის შესახებ განაცხადის რეგისტრაცია იწარმოებს 2018 წლის 13 თებერვალს.
 
ფაკულტეტის შეცვლის მსურველმა  
უნდა წარმოადგინონ  შემდეგი დოკუმენტაცია:
 
ა)  განცხადება (განცხადება ივსება ადგილზე);
ბ) პირადობის დამადასტურებელი  მოწმობის  ასლი; 
გ) სასწავლო ბარათის ასლი, დამოწმებული ფაკულტეტის დეკანის მიერ;
დ) ცნობა  სტუდენტის სტატუსის შესახებ.
 
აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველებმა (სტატუსშეჩერებულმა)
უნდა წარმოადგინონ  შემდეგი დოკუმენტაცია:
 
ა) განცხადება (განცხადება ივსება ადგილზე);
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  ასლი; 
გ) სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/აკადემიური ცნობა სტუდენტის  მიერ ათვისებული კრედიტების შესახებ;
დ) სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ ბრძანების ასლი.
 
საშემსრულებლო მიმართულებით სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან გადმოსვლის ან/და ფაკულტეტის შეცვლის მსურველთათვის შემოქმედებითი ტური ჩატარდება 2018 წლის  09 თებერვალს 12.00 საათზე.
 
კრედიტების აღიარების დასკვნაზე თანხმობის შესახებ განაცხადის რეგისტრაცია იწარმოებს 2018 წლის 16 თებერვალს.
 
დამატებითი ინფორმაციისათვის შეიძლება დაუკავშირდეთ: ნინო ხარჩილავა, ტელ: 593482486, ელ-ფოსტა nini.08@mail.ru
 
მისამართი:  ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი, ლ. ასათიანის ქ. N 37,  მეორე სართული, ოთახი 42.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031