სტუდენტთა საყურადღებოდ! დაიწყო მობილობის პროცესი!


სტუდენტთა საყურადღებოდ! დაიწყო მობილობის პროცესი!
სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში მობილობის წესით  ჩარიცხვის მსურველი სტუდენტი ვალდებულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე  გაიაროს რეგისტრაცია 2017 წლის 25 ივლისიდან 2017 წლის 17 აგვისტოს 18.00 საათამდე.
სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის/ფაკულტეტის შეცვლის/აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველებმა 2017 წლის 01 სექტემბრიდან 05 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან გადმოსვლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ
შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება  (განცხადება ივსება ადგილზე);
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/აკადემიური ცნობა სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების შესახებ;
ე) საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანების დამოწმებული ასლი;
ვ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ფაკულტეტის შეცვლის მსურველმა  უნდა წარმოადგინონ
შემდეგი დოკუმენტაცია:
ა)  განცხადება (განცხადება ივსება ადგილზე);
ბ) პირადობის დამადასტურებელი  მოწმობის  ასლი;
გ) სასწავლო ბარათის ასლი, დამოწმებული ფაკულტეტის დეკანის მიერ;
დ) ცნობა  სტუდენტის სტატუსის შესახებ.
აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველებმა (სტატუსშეჩერებულმა)
უნდა წარმოადგინონ  შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება (განცხადება ივსება ადგილზე);
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  ასლი;
გ) სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/აკადემიური ცნობა სტუდენტის  მიერ ათვისებული კრედიტების შესახებ;
დ) სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ ბრძანების ასლი.
საშემსრულებლო მიმართულებით სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან გადმოსვლის ან/და ფაკულტეტის შეცვლის მსურველთათვის შემოქმედებითი ტური ჩატა-რდება 2017 წლის  05 სექტემბერს 12.00 საათზე.
კრედიტების აღიარების დასკვნაზე თანხმობის შესახებ განაცხადის რეგისტრაცია იწარმოებს 2017 წლის 07 სექტემბერს.
მისამართი:  ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი, ლ. ასათიანის ქ. N 37,  მეორე სართული, ოთახი 42.





 

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31