27 მარტი - თეატრის სართაშორისო დღეა

სურათი

27 მარტი 2017 წელი

იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტი შეიქმნა 1948 წელს, ხოლო თეატრის საერთაშორისო დღის აღნიშვნა დაიწყეს 1962 წლიდან. წელს 55-ჯერ აღნიშნავენ მსოფლიო თეატრალები ამ თარიღს.

ამ ტრადიციის მიხედვით მსოფლიო თეატრალურ მოღვაწეებს სიტყვით-გზავნილით მიმართავს ხოლმე მსოფლიო თეატრალური სამყაროს გამორჩეული პიროვნება.

თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის წესების მიხედვით გზავნილი ეგზავნება თეატრალებს და 27 მარტს თეატრები საკუთარ დარბაზებში შეკრებილ მაყურებელს, სპექტაკლის დაწყებისწინ, ულოცავენ თეატრის საერთაშორისო დღეს და უკითხავენ გზავნილს.

წელს თეატრის საერთაშორისო დღეს გვილოცავს ცნობილი ფრანგი მსახიობი იზაბელ იუპერი, რომელიც გზავნილს საჯაროდ წაიკითხავს პარიზის იუნესკოს დარბაზში 27 მარტს!

ყველა თეატრალსა და გულშემატკივარს  გილოცავთ თეატრის საერთაშორისო დღეს და გისურვებთ შემოქმედებითად ნაყოფიერ წელს!

 
 
 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930