ამერიკელი პროფესორის სიუზან შილინგლოუს მასტერკლასი

სურათი

20 ოქტომბერი 2011 წელი

აშშ-სსან ხოსეს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა სიუზან შილინგლოუმ ჩაატარა ლექცია თემაზე "ჯონ სტაინბეკის რომანი "მრისხანების მტევნები" და მისი ეკრანული ვერსია. მოდერატორი ოლიკო ჟღენტი - ხელოვნებათმცოდნე. მასტერკლასს ესწრებოდა საქართველოში ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშე ქალბატონი ლოლა პეტროვა.

ლექციის ბოლოს ნაჩვენები იქნა 1940 წელს გადაღებული ჯონ ფორდის კლასიკური ფილმი"მრისხანების მტევნები".

ჯონ სტაინბეკის შემოქმედებასა და ამერიკელი მწერლის საქართველოსთან ურთიერთობაზე ქალბატონმა სიუზანმა 17-20 ოქტომბერს ლექციები წაიკითხა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჯანაშიას სახელობის ისტორიის მუზეუმში და ბათუმის ძმები ნობელების სახელობის ტექნიკურ მუზეუმში. 

ამერიკელი პროფესორის ლექციები ორგანიზებული იყო ამერიკის საელჩოს მიერ საქართველოში. 

ჩვენი უნივერსიტეტის მოწვეულმა პროფესორმა ოლიკო ჟღენტმა 2008 წელს გადაიღო დოკუმენტური ფილმი „ჯონ სტაინბეკი და რუსული დღიური.“ ამჟამად იგი მუშაობს ფილმის მეორე ვერსიაზე, რომელიც ასახავს ჯონ სტაინბეკის მოგზაურობას თბილისსა და ბათუმში 1947 წელს.  

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031