შეხვედრა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრთან

9 მაისი 2010 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ე. მესხია ბათუმში ვიზიტის დროს შეხვდა საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს ნ. რურუას. საუბარი შეეხო ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა მიმდინარე წლის სექტემბერ-დეკემბრის თვეების ხელფასებისა და სტუდენტთა პროგრამული დაფინანსების პრობლემებს. ე. მესხიამ მინისტრს გააცნო ხელოვნების უნივერსიტეტის დაფინანსებასთან დაკავშირებული პრობლემები. საქართველოს ყველა უმაღლესი სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების, გარდა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტისა, პროფესორ-მასწავლებელთა ხელფასების და სტუდენტთა პროგრამულ დაფინანსებას ახორციელებს საქარველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს  №146 დადგენილებით, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის თანადაფინანსება უნდა განახორციელოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ. მიუხედავად არაერთი ოფიციალური მიმართვისა, შეხვედრისა და დაპირებისა პრობლემა დღემდე არ არის გადაწყვეტილი.

მინისტრის განცხადებით, სამინისტრო განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას ისე, როგორც ეს ქვეყნის სხვა უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხორციელდება.

შეხვედრას ესწრებოდა ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მათე  ტაკიძე.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031