ფესტივალი ”სახიობა-2010”

27 აპრილი 2010 წელი

ჩატარდა სასკოლო თეატრალური კოლექტივების მეორე ფესტივალი ”სახიობა-2010”, რომელშიც მონაწილეობდნენ ხელოვნების უნივერსიტეტის რეჟისურის სპეციალობის მაგისტრანტები: გიორგი ქათამაძე, ირაკლი იორამაშვილი და ნინო დავითაშვილი. 

პრიზი საუკეთესო სპექტაკლისათვის ,,ორი კუნძული შავ ზღვაში” (დავით ტურაშვილის  პიესის მიხედვით),  გადაეცა დამდგმელ რეჟისორს  გიორგი ქათამაძეს.

პრიზი საუკეთესო სცენოგრაფიისათვის ,,ნაფტალინი” (ლაშა ბუღაძის პიესის მიხედვით), გადაეცა დამდგმელ რეჟისორს ირაკლი იორამაშვილს.

ჟიურის სპეციალური პრიზი ნიჭიერებისათვის გადაეცა ამავე სპექტაკში მასწავლებლის როლის შემსრულებელს, № 3 საჯარო სკოლის მოსწავლეს, ნინო ტაგიროვას.

პრიზი გოგონას როლის საუკეთესო შესრულების მცდელობისათვის გადაეცა № 19 საჯარო სკოლის მოსწავლეს ხატია ფოფხაძეს. დამდგმელი რეჟისორი ნინო  დავითაშვილი (,,ო, კეი კომპიუტერ” - ვახო მოსაშვილის პიესის მიხედვით).

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031