ახალი ამბები

გამოფენა

29 მაისი 2013 წელი

აჭარის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში გაიმართა ქართველ მხატვართა მიერ მუზეუმისთვის ნაჩუქარი ნამუშევრების გამოფენა. გამოფენილი იყო გია ბუღაძის, რუსუდან ფეტვიაშვილის და სხვა ცნობილ შემოქმედთა ფერწერული ტილოები.საკუთარი ნახატი გადასცა მუზეუმს საჩუქრად ხელოვნების უნივერსიტეტის პედაგოგმა, ასოცირებულმა პროფესორმა ქეთევან ვაჩეიშვილმა. მუზეუმში ინახება უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების დეპარტამენტის პედაგოგების სერგო გოგოლაძისა და ბექა ბოლქვაძის ნამუშევრები.
სრულად

კლასიკური მუსიკის საღამო შუახევში

28 მაისი 2013 წელი

შუახევის მუნიციპალიტეტში ხელოვნების კვირეული დასრულდა. კვირეულის ბოლო დღე კლასიკური მუსიკის საღამოს დაეთმო. კონცერტზე ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა მოცარტის, ლეჰარის და დონიცეტის ცნობილი ოპერებიდან სხვადასხვა არიები შეასრულეს. შესრულდა რევაზ ლაღიძისა და მელიტონ ბალანჩივაძის ნაწარმოებებიც.
კვირეული კულტურის ცენტრის რეჟისორის, ხელოვნების უნივერსიტეტის კურსდამთვრებულის, ვახტანგ ბერიძის ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მხარდაჭერით ჩატარდა.
სრულად

რექტორის ვიზიტი მოლდავეთში

27 მაისი 2013 წელი

21-26 მაისს ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი ე.მესხია საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა მოლდავეთის რესპუბლიკის ქ. კიშინიოვში, სადაც მონაწილეობა მიიღო ტემპუსის საერთაშორისო პროექტის დასკვნით კონფერენციაში. ვიზიტის პერიოდში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს კაჰულის "ბოგდან პეტრიცეიკუ ჰასდეუს" და ბალტის ალეკუ როსოს სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის. დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში რექტორთან ერთად შედიოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარე, ასოცირებული პროფესორი გ. მასალკინი და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო საქმეთა და კულტურათაშორისი კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ი.ძაგანია მიიღი საქართველოს ელჩმა მოლდავეთში ა. მიქაცაძემ.
სრულად

მიხეილ კობახიძის მასტერკლასი

25 მაისი 2013 წელი

ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა მიხეილ კობახიძემ ჩაატარა მასტერკლასი. სტუდენტებმა მიხეილ კობახიძის კინოშედევრები „ქორწილი“, „ქოლგა“ და „მუსიკოსები“ ნახეს, ასევე ნაჩვენები იყო რეჟისორის სტუდენტობის პერიოდში შექმნილი საკურსო ფილმები და უკანასკნელი ფილმი „გზა“. შეხვედრა-მასტერკლასი დიალოგის რეჟიმში გაიმართა. „როგორი უნდა იყოს კარგი კინო და რა უნდა გაითვალისწინონ მომავალმა კინორეჟისორებმა?“ - ახალბედა რეჟისორების და მსახიობების შეკითხვებს რეჟისორმა ამომწურავი პასუხები გასცა.
სრულად

CIOFF კონფერენციაზე თბილისში

25 მაისი 2013 წელი

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, მოწვეულმა მასწავლებელმა ლოლიტა სურმანიძემ, მუსიკის ფაკულტეტის ეთნომუსიკოლოგიის სპეციალობის მაგისტრანტმა გიორგი კრავეიშვილმა და ფაკულტეტთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა „აიდიომ“ მონაწილეობა მიიღეს 24 მაისს, თბილისში, ფოლკლორისა და ტრადიციული ხელოვნების ორგანიზაციათა საერთაშორისო საბჭოს CIOFF-ის ეგიდით ორგანიზებულ კონფერენციასა და კონცერტში.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930