ახალი ამბები - 30.03.2018

მიმდინარე წლის 30 მარტს ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში შედგა შეხვედრა უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორებსა და ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების დირექტორებს შორის

უნივერსიტეტის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ რექტორი, პროფესორი ერმილე მესხია, პროფესორი მაია ჭიჭილეიშვილი, კარიერული წინსვლის სამსახურის უფროსი მირანდა ბაღდადიშვილი, ასოცირებული პროფესორი ინგა ხალვაში. სკოლებს წარმოადგენდნენ ზურაბ ზაქარაძე, თამილა თალაკვაძე, თამთა კვარაცხელია, ზაზა კილაძე, ირინე ვადაჭკორია.
სრულად

ევროკავშირის საერთაშორისო ექსპერტის ტიმ უილიამსის საჯარო ლექციები

2018 წლის 10 და 11 აპრილს 11.00 საათზე ხელოვნების უნივერსიტეტში ტარდება ევროკავშირის საერთაშორისო ექსპერტის ტიმ უილიამსის საჯარო ლექციები.
10 აპრილს ჩატარდება ლექცია: „ევროკავშირის როლი საქართველოს კულტურის სტრატეგია 2025-ის განვითარებაში“. ლექციის მიზანია აუდიტორიისათვის საქართველოს კულტურის განვითარების გრძელვადიანი დოკუმენტის „კულტურის სტრატეგია 2025“-ის შემუშავებასა და განვითარებაში ევროკავშირის როლის განსაზღვრა. აღსანიშნავია, რომ ტ. უილიამსმა პირადად მიიღო მონაწილეობა აღნიშნული დოკუმენტის შექმნაში.

11 აპრილს ჩატარდება ლექცია: „რა არის შემოქმედებითი ინდუსტრიები და რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს მან აჭარას“, რომლის მიზანია შემოქმედებითი ინდუსტრიების შესახებ ცნობადობის ამაღლება და მათი მნიშვნელობის განსაზღვრა.

საჯარო ლექციებს ატარებს კულტურის პოლიტიკის დარგში ევროკავშირის საერთაშორისო ექსპერტი - ტიმ უილიამსი, რომელსაც გააჩნია კულტურისა და მედიის სექტორში მუშაობის 30 წლიანი გამოცდილება, იგი წლების განმავლობაში იყო UNESCO-ს ბრიტანეთის ეროვნული კომისიის თავმჯდომარე.


სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031